მაღალმთიან აჭარაში თოვლის გამო 350-მდე ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

129

მაღალმთიან აჭარაში, გოდერძის უღელტეხილზე თოვლის საფარმა ნეხევარ მეტრს მიაღწია, დაბაში კი 2-3 სმეტრია. დიდთოვლობის გამო ელექტროენერგიის გარეშე  დანისპარაულისა და ხიხაძირის ხეობის სოფლებში 350-მდე ოჯახი დარჩა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ბერიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის სოფლებში “ენერგო პრო ჯორჯიას” ბრიგადები მუშაობენ. კომპანიაში აცხადებენ, რომ თოვლის გამო ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა, მათ კი უახლოეს დროში აღადგენენ.

აღსანიშნავია, რომ დიდთოვლობას საავტომობილო მოძრაობისთვის პრობლემა არ შეუქმნია. ამასთან, ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება შეფერხებების  გარეშე მუშაობს.