2019 წლიდან პანკისში საცხენოსნო სკოლისა და კულტურისა და სათემო სახლების მშენებლობა დაიწყება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურო პანკისის ხეობის სოფელ დუისში დღეს უხუცესთა საბჭოს გამგეობის წევრებს სშეხვდა. შეხვედრაზე პანკისში ტურიზმის განვითარების, ეკონომიკური, სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებზე იმსჯელეს. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

“დღეს შეხვედრაზე პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრებს ვაცნობე, რომ ხელისუფლებამ გაითვალისწინა ადგილობრივების თხოვნა და 2019 წლიდან პანკისში საცხენოსნო სკოლისა და კულტურისა და სათემო სახლების მშენებლობა დაიწყება. ასევე, შეხვედრაზე უხუცესებს ის ინიციატივები გავუზიარეთ, რაც ხეობის სოციალურ-ეკონომიურ გაძლიერებასთან დაკავშირებით აქვს ხელისუფლებას დაგეგმილი. ეფექტური იქნება მუშაობა ტურიზმის განვითარების, ტურისტების მოზიდვის, ასევე, ახალგაზრდების პროფესიული განათლების გაძლიერების კუთხით”,- განაცხადა ლია გიგაურმა.

პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს გამგეობის თავმჯდომარემ, ზაურ გუმაშვილმა შეხვედრას პოზიტიური უწოდა და აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ხეობაში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.

“არის რიგი საკითხები, რომელიც გადაიჭრა და ზოგიც ახლა არის გადაჭრის პროცესში. ხელისუფლებისგან ნამდვილად ვგრძნობთ ყურადღებას. დღევანდელ შეხვედრაზე პანკისის სოციალურ-ეკონომიკური საკითხების  გარდა, სოფელ ომალოსთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობაზეც ვისაუბრეთ და დადებით გადაწყვეტილებას ველოდებით”,- აღნიშნა გუმაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
საქართველოს ვიცეპრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში
საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან განათლების მიღების მსურველთათვის
პედაგოგთა 20 კაციანი ჯგუფი, პანკისის ხეობის სოფლებიდან, სასწავლო ვიზიტით ბელგიაში, ბრიუსელში იმყოფება. "ვიზიტის პირველ დღეს
ენგურის ხიდზე გამოცხადებული კარანტინი მოქალაქეებმა გალის დეფაქტო ადმინისტრაციასთან გააპროტესტეს. გამოცემა "ნუჟნაია გაზეტას“ ინფორმაციით, დაახლოებით, 80-მდე
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცს სასმელი წყლის ახალი ჭაბურღილი ექნება. პროექტის საერთო ღირებულება 256 ათასი ლარია
გამყოფ ხაზთან მცხოვრები ოჯახები ბუნებრივი აირის 200 ლარიან ვაუჩერს მიიღებენ. გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ შერიგებისა
წინა სტატია გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში დემოკრატიულად არჩეული პირველი მუსლიმი ქალის, ფარი-ხანუმ სოფიევას მემორიალი გაიხსნა.
წინა სტატია ხვალ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში დემოკრატიულად არჩეული პირველი მუსლიმი ქალის, ფარი-ხანუმ სოფიევას მემორიალი
ადიგენის სოფელ ზარზმაში სკოლის რეაბილიტაცია დაიწყო. სკოლის სარეაბილტიაციო სამუშაოების გამო, მოსწავლეები მლაშეს სკოლაში მეორე ცვლაში გადაიყვანეს. ინფორმაციას
წინა სტატია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმეს თემში 60 ბავშვზე გათვლილი სკოლის ასაშენებლად მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი 1 279
გურჯაანის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია იგეგმება. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის დალი მინდიაშვილის განმარტებით, ამჟამად სრული რემონტი
წინა სტატია მუნიციპალური განვითარების ფონდმა 60 მოსწავლეზე გათვლილი კიდევ შვიდი სკოლის პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი
მესტიის მუნიციპალიტეტის წვირმის ტერიტორიულ ერთეულში მიმდინარე წლის გაზაფხულზე ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყება და წლის
წინა სტატია სტატიის გაგრძელება მუნიციპალური განვითარების ფონდმა 60 მოსწავლეზე გათვლილი კიდევ შვიდი სკოლის პროექტირებასა და
%d bloggers like this: