თბილისის საბავშვო-ბაღებს 13 დეკემბრიდან საახალწლო ტკბილეულით მოამარაგებენ

670

წინა სტატია

თბილისის საბავშვო-ბაღებს 13 დეკემბრიდან საახალწლო ტკბილეულით მოამარაგებენ. ბაღების სააგენტომ ტენდერის გზით მომსახურება უკვე შეისყიდა. როგორც სააგენტოში აცხადებენ, ბაღები საახალწლო ღონისძიებების შესაბამისად თავად გადაწყვეტენ, როდის დაურიგონ ბავშვებს ტკბილეული. ინფორმაციას პირველ არხი ავრცელებს.

ტენდერში მონაწილეობა ოთხმა კომპანიამ მიიღო, თუმცა, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით, მოთხოვნილი კრიტერიუმების მიხედვით, გამარჯვებულად ერთი კომპანია “ბარამბო” გამოვლინდა. 60 565 აღსაზრდელისთვის გათვლილ საახალწლო ნობათზე თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 414 879,25 ლარი იხარჯება.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძის თქმით, ბაღებში ფულის შეკრება კანონდარღვევაა და საახალწლო ზეიმისთვის, თოვლის ბაბუის გამოძახების სერვისზე თითოეული ბაღისთვის 1 000 ლარია გამოყოფილი.

შეგახსენებთ, რომ საბავშვო ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგები 2018 წლის 29 დეკემბრიდან დაიწყება და 2019 წლის 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.