თბილისის 2019 წლის სლოგანი “სიყვარულით სავსე ქალაქი“ იქნება

1960
გიორგი ისაკაძის ფოტო

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ “სიცოცხლით სავსე ქალაქის” შემდეგ, თბილისის 2019 წლის სლოგანი “სიყვარულით სავსე ქალაქი” იქნება.

“ყველაზე მეტად რაც სჭირდება ჩვენს ქალაქს, ჩვენ, ეს არის ურთიერთპატივისცემა, სიყვარული, იმიტომ რომ დაიღალა საზოგადოება ამდენი სიძულვილით, ამდენი ბოღმით, შეურაცხყოფით, მე მესმის, ჩვენ შეიძლება გვქონდეს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები, განსხვავებული მოსაზრებები , მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გადავიტანოთ ცივილურად, უნდა იყოს პოლემიკა , უნდა იყოს დებატები, არა ისე რაც დღეს ხდება”, – განაცხადა კახა კალაძემ.