აზიის განვითარების ბანკის (ADB) მისია რეგიონებში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

760

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მისია იმყოფება. მისიის ხელმძღვანელმა მასიმო პეტრონემ და ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაიალარიმ, საქართველოს რეგიონებში იმ მასშტაბური წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერეს, რომლებსაც აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. დელეგაციის წევრებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კოებრიძემ ბაკურიანში, ურეკში, ქუთაისში,ზუგდიდსა და ანაკლიაში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები გააცნო.

უცხოური დელეგაციის წევრებმა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ჩატარებული სამუშაოების ეფექტურობა შეაფასეს და პროექტით გათვალისწინებული შემდეგი ეტაპები განიხილეს.

საქართველოს რეგიონებში წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის აზიის განვითარების ბანკმა საერთო ჯამში 500 მილიონ დოლარზე მეტი ფინანსური რესურსი გამოყო.