თბილისის სხვადასხვა ქუჩებში ნარჩენების სეპარირებისთვის ახალი ურნები განლაგდება (ვიდეო)

1251

წინა სტატია

თბილისის მერიმა კახა კალაძემ, ფეისბუქ ლაივის საშუალებით, საზოგადოებას ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი ახალი  ურნები წარუდგინა. მისი თქმით ახალი ურნები რამდენიმე განყოფილებისგან შედგება და ურნებს უახლოეს მომავალში, თბილისის სხვადასხვა ქუჩებში განალაგებენ.

“საპილოტე პროექტი პირველ ეტაპზე, ახალ აღმაშენებელზე განხორციელდება, სადაც უკვე რეაბილიტაციაა ჩატარებული. ასევე, ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნებზე, თუმცა სამომავლოდ, რა თქმა უნდა, სეპარაციის ურნები მთელი ქალაქის მასშტაბით განთავსდება. ურნები პლასტიკური ბოთლების, შერეული ნარჩენის, ქაღალდისა და მინის სექციისგან შედგება. საქართველოში ბევრი კომპანიაა, რომელიც ნარჩენებს მეორად პროდუქტად ამუშავებს. ამიტომ, ჩვენ მათ მივცემთ შესაძლებლობას, ნარჩენებისგან სხვადასხვა პროდუქტი შექმნან“, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან, კალაძის თქმით, ხშირია შემთხვევები, როდესაც სიგარეტის ნამწვისგან ცეცხლი ჩნდება, რის გამოც ახალ ურნებზე შესაბამისი სექცია გათვალისწინებულია მწეველებისთვისაც. ასევე, მისივე ინფორმაციით, თბილისში, შესაძლოა, გამოჩნდეს ველოსიპედები, რომლის გამოყენებასაც ყველა შეძლებს.