დუშეთის სოფელ ლაკათხევში ნასახლარს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭეს

629

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაკათხევში, გვიანი შუა საუკუნეების საქიძეების ნასახლარს, 2018 წლის 22 ოქტომბერს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.