საახალწლო განათებების მონტაჟის გამო რუსთაველის გამზირი დროებით გადაიკეტება

1083

წინა სტატია

საახალწლო განათებების მონტაჟის გამო დღეს 00:00 საათიდან 07:00 საათამდე რუსთაველის გამზირი, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე გადაიკეტება. მერიის ინფორმაციით, დედაქალაქს საახალწლოდ 2 093 789 ლარის ახალი ილუმინაციები ექნება.

“შეიძლება ბევრს არ ესიამოვნოს, მაგრამ თბილისი საახალწლოდ აუცილებლად იქნება ძალიან ლამაზი, რითაც ბევრი ადამიანი ისიამოვნებს”, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ. ამასთან, კალაძე სავაჭრო ობიექტების მფლობელებს მოუწოდებს, საახალწლოდ ფასადზე თითო სათამაშო ჩამოკიდონ. მისი განხადებით, საახალწლოდ დედაქალაქში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.

ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, თბილისში ნაძვის ხე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის ნაცვლად, სხვა ადგილზე დადგან.