16 დეკემბრიდან უცხოელებზე მიწის გასხვისების საკითხი ახალი კონსტიტუციით დარეგულირდება

წინა სტატია

“სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებული მორატორიუმის გაუქმებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ხუთ დღეში იურიდიულ ძალას დაკარგავს, შესაბამისად, მიწის გასხვისების საკითხი ახალი კონსტიტუციით დარეგულირდება”,- განაცხადა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ, გელა ხანიშვილმა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

ამასთან, გელა ხანიშვილი ვერ აკონკრეტებს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ სახელმწიფოს მიწების რეგისტრაციის მიზნით რამდენმა ადამიანმა მიმართა.

“აღნიშნულ ინფორმაციას სხვა უწყებები ფლობენ. რაც შეეხება მოკლე პერიოდში დიდი რაოდენობით მიწების გადაფორმების საკითხს, ეს რელევანტური არ იქნება, რადგან საქართველოს მოსახლეობას კარგად აქვს გათვითცნობიერებული, რომ მიწების ყიდვა-გაყიდვის საკითხი გადამწყვეტი არ არის სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულ ადამიანებთან დაკავშირებით. ძალზედ სწორია აკრძალვა, რომელიც ქვეყანაში მოქმედებს. საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას კონსტიტუციაზე დაყდნობით იღებს და მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობის ბიზნესში ინვესტიციების განხორციელებას აღნიშნული აკრძალვა ხელს არ უშლიდა. ვინც დაინტერესებული იყო სოფლის მეურნეობაში ბიზნესით, ამას ახორციელებდა კიდეც“, – განაცხადა ხანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით დაწესებული მორატორიუმი 7 დეკემბერს არაკონსტიტუციურად გამოაცხადა.

ამასთან, პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება, რომელშიც სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით შესწორებები შევიდა. დოკუმენტის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. შესაბამისად შეზღუდვები მხოლოდ 16 დეკემბრამდე მოიხსნა.

მსგავსი სიახლეები
კვლევის ავტორი: "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" კანონმდებლობის მოთხოვნისა და ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების საჯარო განცხადებების მიუხედავად,
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს პირველი
უცხოელს და საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის დომინანტი პარტნიორი უცხოელი ან საზღვარგარეთ რეგისტრირებული
ჯერ კიდევ უცნობია, გადასცემს თუ არა ეკონომიკის სამინისტრო სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებას ადგილობრივ თვითმმართველობებს. როგორც
წინა სტატია ახლადარჩეული პრეზიდენტი მიწების უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებით მოქალაქეთა ჯგუფის პროტესტს გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მიწა
წინა სტატია სტატიის გაგრძელება საქართველოს ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო მიწების ყიდვა სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ისევ შეუძლიათ. უცხო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღდგენილი საირიგაციო სისტემით მუნიციპალიტეტის 5 სოფლის (ნინოწმინდა,
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის აპრილ-მაისში აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 5 688 პოლისია
წინა სტატია ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში საძოვრების პრობლემა სულ უფრო აქტუალური ხდება. პრობლემა იმდენად მწვავეა,
არარეგისტრირებული ნაკვეთების მფლობელები აგროდაზღვევის პროგრამით ვეღარ ისარგებლბენ. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. გასულ წლებში პროგრამაში მონაწილეობა
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის თქმით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასთან დაკავშირებით ორგანულ კანონში ცვლილებები ერთი თვის ვადაში მომზადდება.
9 თებერვალს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე მეტრეველმა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ
ავტორი: კოკა კიღურაძე – მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტურობის ერთ-ერთი უმთავრესი პირობა მისი ფინანსური სიძლიერე,
ინვესტორთა საბჭომ მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციები სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრებასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში ცვლილებების შესახებ
გარდამავალ ეტაპზე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების შეძენის-შეჩერების შესახებ დადგენილი მორატორიუმი არ გავრცელდება კანონმდებლობით
%d bloggers like this: