ზესტაფონის მერის გადადგომის მოთხოვნით დღეიდან საპროტესტო აქციები იწყება

726

ამასთან, გოგლიჩიძე ამბობს, რომ მახათაძემ არ შეასრულა ადგილობრივი რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება თანამშრომლების სამსახურში აღდგენის თაობაზე.

გოგლიჩიძემ 9 დეკემბერს პრესკლუბ “მედიარუმში“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა,რომ  თუკი კახა მახათაძე დაკავებულ თანამდებობას არ დატოვებს, 200–მდე მხარდამჭერთან ერთად მერიის შენობის პიკეტირებას დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ ზესტაფონში მერის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები აქამდეც მიმდინარეობდა. მოშიმშილეები კახაბერ მახათაძეს კორუფციასა და სხვადასხვა კომპანიებში ბიზნესწილების ფლობაში ადანაშაულებდნენ.