გურჯაანის მერი საკადრო ცვლილებებს გეგმავს

1151

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი საკადრო ცვლილებებს გეგმავს. არჩილ ხანდამაშვილი ვერ აკონკრეტებს, როდის დაიწყება ეს პროცესი და ვერც იმაზე საუბრობს, მერიის რომელი თანამშრომლები გათავისუფლდებიან თანამდებობიდან, თუმცა ამბობს, რომ მერიის მუშაობით კმაყოფილი არ არის. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

“თანამშრომლები, რომლებიც ვერ შეძლებენ მუშაობას და ვერ შეასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას, გათავისუფლდებიან თანამდებობიდან. ეს ნებისმიერ თანამდებობაზე დასაქმებულ პირს ეხება. მოთხოვნა დიდია, როგორც ინფარსტრუქტურის ისე სხა მიმართულებებით. ჩვენ გვჭირდება ძალიან ძლიერი გუნდი, რომელიც იმუშავებს ოპერატიულად. ერთი წლის განმავლობაში ცვლილებები განხორციელდა და ეს პროცესი გაგრძელდება, თუმცა წინასწარ ვერ გეტყვით ვინ დატოვებს თანამდებობას. ეს არის თანმდევი პროცესი და წინასწარ ვერ ვისაუბრებ, როდის დაიწყება საკადრო ცვლილებები.

ერთი წელი გავიდა, რაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ მერად ამირჩია. მერიაში ჩატარდა რეორგანიზაცია. გეტყვით, რომ ცვლილებებმა გარკვეულწილად გაამართლა, თუმცა, ჯამში, მერიის მუშაობით არ ვარ კმაყოფილი. ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი და შესაბამისად გვჭირდება მაღალკვალიფიციური პერსონალი ყველა მიმართულებით“, -განაცხადა ხანდამაშვილმა.