2019 წელს ახალ ციხეებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ააშენებს

1123

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ 2019 წელს ახალ ციხეებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ააშენებს. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.

“რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაემატა ციხეების მშენებელობის ნაწილი ანუ ახალ ციხეებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ააშენებს. ჩვენ იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში 30 მილიონი ლარი გვქონდა გათვალისწინებული პენიტენციური დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, საიდანაც 25 მილიონი ლარი დარჩა იუსტიციის სამინისტროში, ხოლო 5 მილიონი გადმოვიდა ინფრასტრუქტურის სამინისტროში. ამას კიდევ დაემატა თანხა და ჯამში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის ფარგლებში 15.9 მილიონი ლარია გათვალისწინებული პენიტენციური დაწესებულებების მშენებლობებისთვის“, – განმარტა კაკაურიძემ.