აბასთუმანში “ცისარტყელას” მიმდებარე ტერიტორია ნახევარ მილიონად იყიდება

1135

იმ ტერიტორიის მიმდებარედ, სადაც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია ხუთვარსკვლავიან სასტუმროს აშენებს, არასასოფლო–სამეუნრეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გასაყიდად აუქციონზე გაიტანეს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აბასთუმანში, ყოფილი სანატორიუმის :ცისარტყელას“ მიმდებარედ 5 539.00 კვ.მ. ტერიტორიას ყიდის. საწყისი ფასი 554 000 ლარია.

“ცისარტყელას” ადგილზე სასტუმრო “საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის“ ინიციატივით შენდება. ამ კომპანიის 100%–იანი წილის მფლობელი, პანამაში რეგისტრირებული ოფშორული კომპანია, სააქციო საზოგადოება “FRANKSTON INTERNATIONAL–ია”. აღნიშნული კომპანია ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება. 140–ნომრიანი “პარაგრაფ მერიოტი” დამსვენებლებს 2020 წლიდან მიიღებს.