ნიუიორკელი მოსწავლეებისთვის წიგნების კითხვის წახალისების უცნაური მეთოდი მოიფიქრეს

993

ნიუ-იორკის ერთ-ერთ სკოლაში დადგეს აპარატი, რომლიდანაც კოკა-კოლას და შოკოლადის ნაცვლად წიგნების მიღება უფასოდ შეიძლება. უჩვეულო აპარატის მონტაჟი სკოლას 3 000 დოლარი დაუჯდა. წიგნებს მოსწავლეები უფასოდ მხოლოდ კარგი ნიშნებისთვის მიიღებენ. ინფორმაციას იმედინიუსი “Good News Network-ზე” დაყრდნობით ავრცელებს.

წიგნების ავტომატი სკოლის ბიბილიოთეკაში დადგეს. მისი მეშვეობით სკოლის დირექციას სურს უმცროსკლასელებს წიგნების კითხვა შეაყვაროს. წიგნის უფასოდ მიღება მოსწავლეს მხოლოდ მაშინ შეუძლია, თუკი ავტომატში კარგი სწავლისთვის მიღებულ სპეციალურ ჟეტონს ჩააგდებს.