ოკუპირებულ აფხაზეთში 800 სირიელი მიგრანტი შეიფარეს

178

ოკუპირებულ აფხაზეთში 800 სირიელი მიგრანტი შეიფარეს. ამის შესახებ რუსულ მედიასთან დეფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა. ინფორმაციას იმედნიუსი ავრცელებს.

“700-800 ადამიანი მივიღეთ. პირველ ეტაპზე მათი კეთილმოწყობით ვიყავით დაკავებული, რათა მათ ჩვენს პირობებთან ადაპტირებისთვის შესაძლებლობები შეგვექმნა“, – განაცხადა ხაჯიმბამ.

აღსანიშნავია, რომ 29 მაისს სირიამ ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.