ოზურგეთში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

დღეს ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.

ოზურგეთის მერის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტიდან თანხების ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სკოლამდელი და ზოგადი განათლების ხელშეწყობაზე, სოციალურ პროექტებზე, სპორტული და გასართობი მოედნების მშენებლობაზე იქნება მიმართული.

საკრებულოს მიერ ბიუჯეტის პროექტში ასახული შენიშვნები და რეკომენდაციები საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ და თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ შეაჯამეს.

ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტი მერიამ საკრებულოს დასამტკიცებლად არაუგვიანეს 10 დეკემბრამდე უნდა წარუდგინოს, რომელშიც მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული არასამთავრობო სექტორის, ადგილობრივი მოსახლეობისა და საკრებულოს რეკომენდაციები.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი 24 186 800 ლარით განისაზღვრა.

2019 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები და დაგეგმილი პროექტები, საზოგადოებას ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ, მერის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე სურგულაძემ, საფინასო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა გია მამაკაიშვილმა და საფინანსო განყოფილების უფროსმა პავლე ჭყონიამ გააცნეს.

მსგავსი სიახლეები
წინა სტატია ოზურგეთის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა აღიარეს დანაშაული და თანამდებობიდან გადადგნენ, რაც დასტურია იმის,
ოზურგეთის საკრებულოს ფრაქცია "კონსერვატორების" თავმჯდომარე დავით ჭაკნელიძემ, ფრაქცია "მწვანეების" თავმჯდომარე გენო ჩავლეშვილმა და ფრაქცია "ქართული
პროექტის მიხედვით, ქალაქში სამი ტიპის პარკირების ზოლი ამოქმედდება, მაქსიმალური გადასახადი კი მძღოლებისთვის ერთი საათის მანძილზე
წინა სტატია ოზურგეთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა ბესიკ ქათამაძემ და დავით მჟავანაძემ შიმშილობა შეწყვიტეს. ქათამაძის თქმით,
წინა სტატია ოზურგეთის საკრებულოსთან ნაციონალური მოძრაობის აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ისევ დეპუტატ ბესიკ ქათამაძის ცემის
წინა სტატია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, სადაც ნაციონალური მოძრაობის წევრები შიმშილობენ, ხმაური და დაპირისპირება იყო. ინფორმაციას
ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატის, ნაციონალური მოძრაობის წევრის ბესიკ ქათამაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, 8 არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას
წინა სტატია "ნაციონალური მოძრაობა"ოზურგეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნას მოითხოვს. ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა ნაციონალური
წინა სტატია ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღუჯუმელიძემ "ნაციონალებთან" ერთად დესტრუქციული ქმედებების განხორციელებაში ბრალი გურიის
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩანს, რომ გურიის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომელი ნესტორ რამიშვილი "ნაციონალური მოძრაობის"
წინა სტატია ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და დეპუტატებმა დათო მჟავანაძემ, ბესო ქათამაძემ და თორნიკე გოგუაძემ ოზურგეთის საკრებულოს
წინა სტატია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დაპირისპირება და ხმაურია. ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს ბესო ქათამაძეს და დავით მჟავანაძეს
წინა სტატია ოზურგეთში საკრებულოს შენობასთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე მცირე ინციდენტი მოხდა. „ქართული ოცნების“ ერთ–ერთმა აქტივისტმა,
წინა სტატია ოზურგეთში მიმდინარე აქციის მონაწილეები საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დანიშვნას ითხოვენ. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა
წინა სტატია ოზურგეთის მერიასთან ნაციონალური მოძრაობა და სოფელ ნასაკირალის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. ისინი რამდენიმე დღის
%d bloggers like this: