როგორი იქნება ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი რეაბილიტაციის შემდეგ (ფოტო)

1054

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტი შეიძინა და მისი რეაბილიტაცია 2019 წელს იგეგმება. პროექტი შპს “გეოანალიტიკმა“ საინჟინრო გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე მოამზადა.

მუზეუმის შენობა აშენებულია 1960-იან წლებში და წარმოადგენს ორსართულიან, სწორკუთხოვან კარკასულ ნაგებობას. პროექტი ითვალისწინებს: სააქტო-საკონფერენციო დარბაზის, ხელნაწერთა დარბაზის, ძირითადი დარბაზის, დაცული ექსპონატებისთვის ვიტრაჟების, ანტრესოლის, სამუშაო ოთახების, სველი წერტილების, ლიფტის, კიბის, ბილიკის, ვენტილაციის, კლიმატკონტროლისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების მოწყობას. ასევე, პროექტით გათვალისწინებულია საინჟინრო კომუნიკაციების ნორმების შესაბამისობაში მოყვანაც.

შენობის რეაბილიტაციის შემდეგ მოეწყობა საექსპოზიციო ოთახი, გასახდელი, ოფისები, არქივი, სანიტარული კვანძები, ლიფტი და დამხმარე ფართი.

მერიის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 1 438 000 ლარია.