ზესტაფონის სოფელ ალავერდში 80-მდე ოჯახი გაზიფიცირდა

708

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბრის თვიდან დაიწყო და ამ დროისთვის 80 – მდე ოჯახი გაზიფიცირდა, წლის ბოლომდე კი, მერიის ინფორმაციით, ბუნებრივ აირით კიდევ 60 ოჯახი ისარგებლებს.

“ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 2018 წელს 2 000 – ზე მეტი აბონენტი გაზიფიცირდა. მაგალითად, სოფელ ფუთში 700 – მდე ოჯახს მიეწოდება ბუნებრივი აირი. ამასთან, გაზიფიცირდა სოფელ დილიკაურის გამორჩენილი უბნებიც, დაახლოებით, 600 აბონენტი. ასევე, ქსელში ჩაირთო სოფელ ქვედა საქარის, არგვეთის და ტყლაპივაკის გამორჩენილი უბნების 700 – მდე აბონენტიც.

სოფლების გაზიფიცირების პროცესი 2019 წელსაც აქტიურად გაგრძელდება”, – აცხადებენ მერიაში.