თეთრიწყაროს სოფელ მაწევანამდე მისასვლელ გზას აწესრიგებენ

786

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაწევნამდე მისასვლელ 3,2 კილომეტრიანი გზას აწესრიგებენ. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, გათვალისწინებულია საავტომობილო გზაზე ორფენიანი ასფალტის საფარის მოწყობა და ეზოებთან მისასვლელების მოასფალტება.

“სოფლამდე მისასვლელი საავტომობილო გზა სრულად იყო ამორტიზირებული და მისი მოწესრიგება სოფლის მოსახლეობისათვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა. პროექტის ღირებულება  771 724 ლარია და ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოები 2019 წლის 2 იანვარში დასრულდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ჯეუგრუპი“ აწარმოებს”, – აცხადებენ მერიაში.