მარნეულში ნარჩენების სეპარირებისთვის 30 ურნას დადგამენ

1000

მარნეულის მუნიციპალიტეტს, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – “ტექნიკური დახმარება საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემების გაუმჯობესების მიზნით“ ფარგლებში, საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანიის წარმომადგენლები და პროექტში ჩართული ექსპერტები ეწვივნენ.

აღნიშნული პროექტის ერთ-ერთი მიზანი, გადამუშავებასა და სეპარირებული შეგროვების პილოტირებას უკავშირდება. რის გამოც, მარნეულის მუნიციპალიტეტში ბიონარჩენების სეპარირების საპილოტე პროექტი მიმდინარეობს.

“შევიძინეთ 30 ცალი 1 100 ლიტრის მოცულობის კონტეინერი, რომელიც  ადგილზე მოქმედ ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოს გადაეცემა. აგრეთვე მომზადდა საინფორმაციო ხასიათის მასალები. კონტეინერები ნიშანდებული იქნება EU-ს, პროექტისა და MEPA-ს ლოგოებით. ისინი განლაგდება მარნეულში, სხვადასხვა ადგილებზე.

ამასთან, ცნობიერების ამაღლების მიზნით, პროექტის ფარგლებში, მოვამზადეთ ბროშურები და სახელმძღვანელოები, როგორც ქართულ ისე აზერბაიჯანულ ენებზე”, – აცხადებენ მერიაში.