ევროპაში საშობაოდ გაყიდული ნაძვის ხეების 90% ქართული წარმოშობისაა

“ევროპაში გაყიდული ნაძვის ხეების 90%-ზე მეტი ქართული წარმოშობისაა”, – ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია “Fair trade-ის” ნიშნის ქვეშ მყოფმა კომპანია “Fair trees-ის” ადგილობრივმა მენეჯერმა ჟანა ბაბუნაშილმა განაცხადა. ინფომაციას ბიზნესპრესნიუსი ავრცელებს.

“ქართული ღვინის შემდეგ, ევროპაში არცერთ ქართულ პროდუქტს ისეთი გამოხმაურება არ ჰქონია, როგორც ქართული წარმოშობის ნაძვის ხეებს.

ევროპაში საშობაოდ გაყიდული ნაძვის ხეების 90% (თუმცა, ამბობენ, რომ 95%), არის სწორედ რაჭიდან, კონკრეტულად, კავკასიური სოჭის თესლიდან გაზრდილი. ნაძვის ხის ფასი, დაახლოებით, 30-დან 45 ევრომდე ღირს. თუმცა, არის ძალიან დიდი ქალაქები, მაგალითად, ბერლინი, კოპენჰაგენი, სადაც ქუჩების დეკორაციებისთვის ყიდულობენ და შესაბამისი ზომის ნაძვის ხეები 80-100 ევროც ღირს“, – აცხადებს ჟანა ბაბუნაშვილი.

მისივე ინფორმაციით, დასავლური მედიის მხრიდან ნაძვის ხეების წარმოშობის ისტორიით დაინტერესება იმდენად დიდია, რომ საქართველოში ჩამოდიან, რათა ტყეები ადგილზე ნახონ და გირჩის კრეფის სამუშაო პროცესს გაეცნონ.

მსგავსი სიახლეები