თბილისში, დადიანის ქუჩაზე, სკოლის მიმდებარედ წაქცეულმა ხემ 4 მანქანა დააზიანა (ფოტო, ვიდეო)

633

თბილისში, დადიანის ქუჩაზე, ხე წაიქცა. შემთხვევა დღეს დილით მეექვსე საავტორო სკოლის მიმდებარედ სასწავლო პროცესის დაწყებიდან რამდენიმე წუთში მოხდა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, დაშავებული არავინაა. “ამ მომენტში ბავშვი და მშობელი მანქანიდან გადმოდიოდნენ და ხის ტოტებში მოჰყვნენ, თუმცა, გადარჩნენ და არ დაშავებულან”, – უთხრა droa.ge-ს ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მალევე მივიდნენ. უწყების ინფორმაციით, წაქცეულმა ხემ 4 მანქანა დააზიანა. ტერიტორია ხის ტოტებისგან უკვე გაიწმინდა.