თბილისში წიგნის საახალწლო ფესტივალი ჩატარდება

1015

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია 21-23 დეკემბერს თბილისში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, წიგნის საახალწლო ფესტივალს გამართავს.

“3 დღის განმავლობაში წიგნის მოყვარულებს უამრავი სიახლე და სიურპრიზი გელით. სპეციალურად ფესტივალისთვის საქართველოში არსებული გამომცემლების უმრავლესობა უპრეცედენტო ფასდაკლებით წარადგენს ძველ და ახალ გამოცემებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ფესტივალი მიზნად ისახავს საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციას და ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობას.

წიგნის საახალწლო ფესტივალი  გაიმართება.