ფოთში ნიკო ნიკოლაძის მემორიალური დაფა გახსნეს

1233

ფოთში, კოლხური კულტურის მუზეუმის ნიკო ნიკოლაძის კოშკში, ნიკო ნიკოლაძის მემორიალური დაფა გახსნეს.

“პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქისთვის, როგორიც ფოთია და ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ჰქონდეს და შეინარჩუნოს ეს ისტორია. ნიკო ნიკოლაძის კოშკი ძალიან შთამბეჭდავია. ვფიქრობ, ფოთი იღბლიანი ქალაქია, რომ აქვს ასეთი ლამაზი შენობა და ჩვენც, როგორც პორტი, პატივი გვერგო წვლილი შევიტანოთ ისტორიის შენარჩუნებასა და გაცოცხლებაში. ამასთან, მხარი დავუჭიროთ იმ ადამიანებს, რომლებმაც დიდი ძალისხმევა ჩადეს ამ ნამდვილად საინტერესო ღონისძიების ჩატარებაში, რათა გვეჩვენებინა ისტორიის ეს მნიშვნელოვანი მონაკვეთი ახალგაზრდებისთვის, რომელთაც უნდა იცოდნენ თუ საიდან მოდიან. დიდი პერიოდია 160 წელი და საინტერესოა პორტიდან დანახული ქალაქი. მე ვფიქრობ, რომ ეს ფანტასტიური რამეა, რადგან ჩვენ ამ ისტორიის ნაწილი ვართ“, – განაცხდა ფოთის საზღვაო ნავსადგურის გენერალურმა დირექტორმა კლაუს ჰოლმ ლაურსენმა.

მსურველებს ექსპოზიციის დათვალიერება ერთი თვის განმავლობაში შეეძლებათ. ღონიძიება ფოთის საზღვაო ნავსადგურის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.გახსნას ადგილობრივი ხელისუფლების, ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.