2019 წლიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტში ბაღების დაფინანსება 330 000 ლარით გაიზრდება

622

2019 წლიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების დაფინანსება 330 000 ლარით გაიზრდება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, გაზრდილი დაფინანსებით, ბაღებში კვების რაციონი გაუმჯობესდება. არჩილ ხანდამაშვილის თქმით, ბაღებში აღსაზრდელებისთვის კვება დღეში სამჯერ იქნება გათვალისწინებული.

“თანხა ძირითადად კვების რაციონისთვის არის გამოყოფილი. თანხის დარჩენილი ნაწილით კი იმ ჯგუფებში, სადაც სათამაშოების სიმცირეა, მათი დამატება იგეგმება“, – განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.