ზუგდიდის მერიამ საშობაო ბაზრობის მოსაწყობად 25 149 ლარი გამოყო

654

წინა სტატია

ზუგდიდის მერიას საშობაო ბაზრობის მოსაწყობად  25 149 ათასი ლარი აქვს გათვლილი. საახალწლო დღესასწაულთან დაკავშირებით ბაზრობის ორგანიზების მომსახურებაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

როგორც ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, სკეიტ-პარკის ტერიტორიაზე 30 დეკემბერს საახალწლო თემაზე შექმნილი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა და ღონისძიებაში მონაწილეობას რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი მიიღებს.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას მოუწევს მოაწყოს სივრცე და განათავსოს საშობაო, დეკორატიული ქოხები და კარვები.

ამასთან, ცნობილია, რომ ზუგდიდის მერია საახალწლო საჩუქრებისთვის 33 897 ლარს,  საახალწლო ბარათებისა და ქაღალდის ჩანთებისთვის კი 9 252 ლარს დახარჯავს. ხოლო, ზუგდიდში საახალწლო დეკორაციებისთვის 323 653 ლარი დაიხარჯება.