ახალციხის აბანოები – ქალაქის დაკარგული ისტორია (ფოტო)

სტატია მომზადებულია “სამხრეთის კარიბჭის” მიერ

ავტორი: ავთო ინასარიძე

ახალციხეში პირველი აღმოსავლური ტიპის აბანოები რაბათში XVII-XVIII საუკუნეებში აშენდა. ქალაქის სამხრეთ ნაწილის განაშენიანების, 1829 წლის შემდეგ კი აბანოები ფოცხოვის მარჯვენა სანაპიროზეც ჩნდება.

აბანო ახალციხეში. მე–19 საუკუნის ბოლო მე–20 საუკუნის დასაწყისი

მე–17–მე–19 საუკუნეებში აღმოსავლური სტილით ნაშენები ქალისა და კაცის აბანოები ყველაზე უკეთ შემორჩენილი რაბათის დასახლებაშია. აბანო ხუთ საბანაო დარბაზს აერთიანებს და მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. ისტორიკოსი ნატო ყრუაშვილი ამბობს, რომ ამ აბანოს შესახებ მწირი ცნობებია შემორჩენილი და ძეგლი არქეოლოგიურადაც შეუსწავლელია.

2016 წელს ეს აბანოები დაასუფთავეს და ამავე წელს მათი რესტავრაციაც იგეგმებოდა, თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოები დღემდე არ დაწყებულა.

“პროექტის შედგენას წლები დასჭირდა, ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად რესტავრაციის პროექტი უკვე დავასრულეთ და უახლოეს მომავალში სამუშაოებიც დაიწყება“, – გვითხრა კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ.

აბანო რაბათში

ახალციხის მერიის კულტურის სამსახურის ძეგლთა დაცვის განყოფილების ხელმძღვანელის რეზო ანდღულაძის თქმით, ახალციხეში ქალაქის განაშენიანების შემდეგ 12 აბანო ფუნქციონირებდა, თუმცა მათი უმრავლესობა ამ დროისთვის სრულად განადგურდა, ნაწილი კი ნანგრევების სახით შემორჩა.

“ფოცხოვის გამოღმა ორციხეს შუა იყო აბანო, რომელსაც „სოლოღას აბანოს“ უწოდებდნენ, კოსტავას 77–ის უკან კი „დავიდოვების აბანო“ იყო. თაბუკაშვილის, ციხისძირის, იაძის და შალვა ახალციხელის ქუჩებზეც აბანოები იყო, „დომბიტას“ რომ ეძახიან, მაგ შენობის ადგილზე იყო ორი, ქალებისთვის და კაცებისთვის ცალ–ცალკე აბანოები“, – გვიყვება ანდღულაძე.

აბანო თაყაიშვილის ქუჩაზე

ერთ–ერთი აღმოსავლური ტიპის გუმბათოვანი აბანო, რომელიც, სავარაუდოდ, მე–19 საუკუნეშია აგებული, თაყაიშვილის ქუჩის ბოლოში მდებარეობს. შენობას ძეგლის სტატუსი არ აქვს. შენობა “საქართველოს მელიორაციის“ საკუთრებაშია: “ზუსტად ვერ გეტყვით, თუმცა სავარაუდოდ 2011 წლიდან ჩვენს საკუთრებაშია, არაფერში არ ვიყენებთ, უბრალოდ დახურული გვაქვს და ვუვლით,“ – ამბობს საქართველოს მელიორაციის სამცხე–ჯავახეთის სერვისცენტრის უფროსი გიორგი ჭანკოტაძე.

ინჟინერ–მიწათმშენებელი გივი ბუცხრიკიძე ახალციხეში აბანოების სიმრავლეს ქალაქის წალუხვობით ხსნის: „შუაკარავია მთა და იქიდან ჩამოდიოდა წყალი ქალაქში, ჟილბუხარის წყალს ეძახდნენ, ასევე, მოდიოდა მარდის წყალიც, სავარაუდოდ, აბანოების მოსაწყობად ეს წყლები ხელსაყრელი იყო“.

გიორგი ნათენაძე, რომელიც წლებია სამცხე–ჯავახეთში ღვინის ტურიზმითაა დაკავებული, ფიქრობს, რომ ისტორიული აბანოების აღდგენა, ქალაქის ტურისტული პოტენციალისთვის მნიშვნელოვანია: “ახალციხეს აქვს იმის პოტენციალი, რომ როგორც ძველი თბილისი, აბანოთუბანი და ლესელიძეა თბილისში, ისე მოეწყოს ამ ქალაქის გარკვეული უბნები, თავის ძველი ჩაი–ხანებითა და უნიკალური ისტორიული სიძველით. ეს ქალაქს ტურისტულად უფრო მიმზიდველს გახდის“.

აბანო რაბათში

ახალციხის მერიაში შეკითხვაზე, იგეგმება თუ რა ქალაქში ისტორიული აბანოების აღდგენა, გვპასხობენ: “ქალაქის კულტურულ მემკვიდრეობას ვიკვლევთ, აბანოებთან დაკავშირებით ჯერ ვერაფერს გეტყვით, თუმცა მსგავსი შენობები უნდა შევისწავლოთ. დავალება გვაქვს, რომ ქალაქის ტერიტორიაზე მსგავსი შენობები აღვრიცხოთ, რის შემდეგაც შესაძლოა მათ ძეგლის სტატუსიც მიენიჭოს“.

წარსულში აბანოების სიმრავლით გამორჩეულ ქალაქში, აბანოს მთელი რიგი რიტუალები, მექისის ინსტიტუტი და სხვა წეს–ჩვეულებები არსებობდა, თუმცა ამჟამად ქალაქის ისტორიის ეს ნაწილი მივიწყებულია.

ახალციხე. მე–20 საუკუნის 50–იანი წლები
მსგავსი სიახლეები
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 მაისს უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი ვიზიტორებისთვის 13:00 საათამდე დახურული
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში, რომელსაც ეკატერინე ჭავჭავაძის სასახლედ მოიხსენიებენ, რეკონსტრუქციას ფონდი "ქართუ“
ახალქალაქის ციხის რეაბილიტაციისთვის საპროექტო დოკუმენტები მომზადდება. მანამდე კი ტერიტორია შემოიღობება და არქეოლოგიური გათხრები ჩატარდება. ინფორმაციას
სტატია მომზადებულია "სამხრეთის კარიბჭის" მიერ. ავტორი: ლუბა გიორგაძე, ნანა ინასარიძე აქ საკუთარი დარბაზის ასაკი თითქმის
ადიგენში ფხერო-შოყას დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციაზე მერიამ ტენდერი 1 552 290 ლარზე გამოაცხადა. სწორედ ეს გზა
ხობის სოფელ ძველ ხიბულაში იმ სახლის რეკონსტრუქცია დაიწყო, სადაც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია 2019 წლის ზაფხულში დასრულდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით,  პროექტი,
ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ იკოთში მდებარე მუხრან-ბატონის სასახლეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის
ტალინის მიკკელის მუზეუმში გამოჩენილი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა - "ფიროსმანი - მარტოხელა გენიოსის
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით, არამატერიალური მემკვიდრეობის ელემენტ ბორანოს მომზადების წესსა და
სენაკში ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური კომპლექსის რეკონსტრუქციის მეორე ეტაპის სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა. ინფორმაციას ლაივპრეის ავრცელებს. რეკონსტრუქციის ფარგლებში ახალი
შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი კასპის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც ის ადგილები და ობიექტები მოინახულა, რომლებიც
შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციისა და შიდა ქართლის ჰაბის ორგანიზებით გორის ციხის და მიმდებარე ტერიტორიის განვითარების
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით არამატერიალური მემკვიდრეობის ელემენტს ლელობურთს
ქალაქ ქუთაისში კომპოზიტორ ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის ისტორიულ შენობას, ეროვნული კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად
%d bloggers like this: