თბილისის მერი: არცერთი სამშენებლო ნებართვა დენდროლოგიური პროექტის გარეშე არ გაიცემა

1069

წინა სტატია

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ მერიის მიერ არცერთი სამშენებლო ნებართვა არ გაიცემა თუ დენდროლოგიური პროექტი შეთანხმებული არ იქნება.

მისი თქმით, იყო ძალიან ბევრი შემთხვევა, როცა მიდიოდა მშენებლობები, იჩეხებოდა სკვერები და იჭრებოდა ხეები, ქალაქში კი მწვანე საფარი სულ უფრო მცირდებოდა.

“შესაბამისად, როცა ხდება მშენებლობის ნებართვის აღება, იქვე უნდა იყოს წარმოდგენილი დენდრო პროექტი-გამწვანების პროექტი, ამის გარეშე ნებართვა არ გაიცემა“, -განაცხადა მერმა.

ამასთან, კალაძის ინფორმაციით, დედაქალაქის ბიუჯეტი 2019 წელს მილიარდ ლარს გადააჭარბებს, ხოლო, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა 2019 წლის 1-ელი იანვრისთვის დამტკიცდება.