გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა

E 70 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის  მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა. გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის 14  კმ-იან მონაკვეთს, ერთობლივი საწარმო “პოლატიოლი და მაპა“ ააშენებს.

გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს. მშენებლობის პროექტი, 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილების და  მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას ითვალისიწინებს.

E 70 აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი მონაკვეთის, გრიგოლეთი–ქობულეთის შემოვლითი გზის საშუალებით, სამტრედია–გრიგოლეთის გზა ქობულეთის შემოვლით გზას დაუკავშირდება და სატრანსპორტო ნაკადი გრიგოლეთიდან ქობულეთის მიმართულებით ჩქაროსნული ავტომაგისტრალით  იმოძრავებს.

“აღნიშნული პროექტი, გააერთიანებს მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს შავი ზღვის საკურორტო ზონაში და 2020 წლისთვის, სამტრედიიდან-ჭოროხამდე  ჯამში 110 კმ-დე ახალი გზა,  საშუალებას მოგვცემს საკურორტო ზონების გვერდის ავლით ჩქაროსნული გზით ვიმგზავროთ. რაც ქვეყნისთვის და რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესია, როგორც სატრანზიტო გადაზიდვების, ასევე ტურიზმის განვითარებისა და ტურისტულ ზონაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა სრულად უზრუნველყოფს მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე მზარდი სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობას, უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობასა და შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლას.

პროექტის განხორციელების ვადად სამუშაოების დაწყებიდან 24 თვეა განსაზღვრული და ღირებულება 228 მილიონი ლარია”, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

ხელშეკრულებას ხელი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ და “პოლატიოლი და მაპას” აღმასრულებელმა დირექტორმა  ემრე პოლატმა მოაწერეს.

მსგავსი სიახლეები
ბათუმში ე,წ. ბარცხანის ხიდზე ასფალტის საფარი რამდენიმე ადგილას დაზიანებულია. გუშინ, 17 აპრილს კი, ხიდის მცირე
წინა სტატია თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა დედაქალაქის მასშტაბით, ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი დაიწყო.
თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ თბილისს სატრანსპორტო განვითარების
წინა სტატია აწყვიტა–ნიჯგორის ჩანგრეული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასპინძის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია "საგზაო
წინა სტატია თბილისის მერმა კახა კალაძემ ვახუშტი ბაგრატიონის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაათვალიერებისას განაცხადა, რომ ხიდის
წინა სტატია იმის გამო, რომ  საავტომობილო გზების დეპარტამენტი და ადგილობრივები კომპენსაციაზე ვერ თანხმდებიან ადიგენის მუნიციპალიტეტის
მონაკვეთზე არსებული პრობლემები, რომელიც ჯდენებს უკავშირდებოდა, უმეტესწილად აღმოფხვრილია და უკვე დაგებულია 8.1 კმ. გზა, -
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიამ  დაბა ასპინძაში გურამუშვილისა და ერეკლე II-ის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის სრული რეაბილიტაციისთვის 15 მარტს
წინა სტატია ქუთაისში "თეთრი ხიდის" გახმაურებული პროექტის შემდეგ მერიამ რუსთაველის ხიდის რეაბილიტაცია დაანონსა. სამუშაოებისთვის ტენდერიც გამოცხადდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) აღმასრულებელ დირექტორს ანტონი მაგდონალდს შეხვდა. თორნიკე
ბორჯომის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, ხუთი ხიდის ნაცვლად რეაბილიტაცია მხოლოდ ორს ჩაუტარა. შპს
წინა სტატია ზუგდიდის მერიამ ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის რეკონსტრუქციისთვის 454 385 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. სარეკონსტრუქციო
რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელი ხიდი ახალი განათების სისტემით აღჭურვა. ინფორმაციას ინფორუსთავი ავრცელებს. ხიდის
წინა სტატია სტატიის გაგრძელება მიმდინარე წელს, თბილისში 19 ლითონის საფეხმავლო ხიდს დემონტაჟი ჩაუტარდება, რომელსაც დედაქალაქის
თბილისში მდებარე "მშვიდობის ხიდის" მოვლა-პატრონობის მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოცხადდა. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება
%d bloggers like this: