2018 წელს პარკებისა და სკვერების მოწყობა-რეაბილიტაციისთვის 11 932 894 ლარი დაიხარჯა

წინა სტატია

თბილისის მერმა კახა კალაძემ საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 251 მისამართზე პარკებისა და სკვერების მოწყობა-რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 11 932 894 ლარი დაიხარჯა.

კალაძის თქმით, უკვე მოეწყო ოთხი დიდი პარკი. კერძოდ, გოძიაშვილის, გლდანში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირსა და წურწუმიას ქუჩებზე მდებარე პარკები და დიდი პარკების რეაბილიტაცია მომავალ წელსაც გაგრძელდება.

“ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის და ამ მიმართულებით, სამუშაო ბევრი გვაქვს. ყველაზე მეტად, რაც დღეს დედაქალაქს სჭირდება, მწვანე სივრცეები, პარკები და სკვერებია. მომავალ წელს ვაპირებთ კიკვიძის, ასევე, ვერისა და ვაკის პარკების რეაბილიტაციას. ეს ის დიდი პარკებია, რომლებიც ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან, კალაძის თქმით, ბოლო ერთ წელში 349 მისამართზე სპორტული, საბავშვო-გასართობი მოედნები და ფიტნეს ზონები მოეწყო, ამისთვის კი, ბიუჯეტიდან 7 345 293 ლარი დაიხარჯა.

კახა კალაძის განცხადებით, მოსახლეობის სურვილის შესაბამისად, აღებულია 224 ავტოფარეხი. მათ ადგილას კი, სკვერებისა და სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

“ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, ავტოფარეხების აღება დავიწყეთ. მოსახლეობას სურს, მათ ადგილას სპორტული მოედანი ან პატარა სკვერი მოეწყოს. იმ შემთხვევაში, თუ ორივეს გაკეთება შესაძლებელია, ორივე პროექტის განხორციელებას შევძლებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კალაძის თქმით, დედაქალაქის ბიუჯეტი 2019 წელს მილიარდ ლარს გადააჭარბებს, ხოლო, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა 2019 წლის 1-ელი იანვრისთვის დამტკიცდება.

მსგავსი სიახლეები
სოფელ დიღომში, მოსახლეობის თხოვნით, სპორტული მოედნების მოწყობა მიმდინარეობს. როგორც გამგეობაში აცხადებენ, ახალი მოედნები აღმაშენებლის ქუჩა
სამგორის რაიონში, ორხევში, ახალი სპორტული მოედნების მოწყობა მიმდინარეობს. გამგეობის ინფორმაციით, მუხაძის ქუჩა N5-ის მიმდებარედ 520
ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის მერისა და გამგებლების ვიდეოდიალოგის დროს, მოქალაქეების შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა,
დაზიანებული სპორტულ მოედნებზე, რომელიც გორის მერიამ საფეხბურთო კლუბ ''გორის'' გადასცა სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ობიექტების მოვლა-პატრონობასა და
ავჭალის მოსახლეობა უახლოეს მომავალში სამი ახალი სპორტული მოედნით ისარგებლებს. კერძოდ, როგორც გლდანის რაიონის გამგეობაში აცხადებენ, 
რეგიონული განვითარებისადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის სხდომაზე "მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რამდენიმე რეგიონში
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ანაკლია-განმუხურში ინფრატრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო და ქვემო მსხალგორის მოსახლეობა დასასვენებელი სკვერებისა და სპორტული მოედნების მოწყობას ითხოვს.
ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე N11 და N5გ მიმდებარე ტერიტორიაზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მრავალფუნქციური,
ქალაქ გარდაბანში, სოფელ სართიჭალასა და ახალსოფელში სპორტული მოედნების მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა. როგორც მერიაში აცხადებენ, სამუშაოები
სამგორის რაიონში ლილოსა და აეროპორტის დასახლებაში 4 ახალი სპორტული მოედანი მოეწყობა. გამგეობის ინფორმაციით, 2 მისამართზე
მარნეულის მუნიციპალიტეტში, წერეთლისა და კაჩაგანის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული მინი საფეხბურთო მოედნების მოწყობა მიმდინარეობს. როგორც
წინა სტატია საბურთალოზე, იპოდრომის მიმდებარედ ჩოგბურთის კორტების ტერიტორიაზე, სპორტული ინფრასტუქტურის მოწყობა 2019 წლისთვის დაიწყება. აღნიშნული
გლდანის რაიონში, 3 მისამართზე, პირველი მიკრორაიონის N2, მესამე მიკრორაიონის N5-7, მეექვსე მიკრორაიონის N31-32 კორპუსებთან კალათბურთის
რუსთავში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო აკადემია გაიხსნა. პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, უეფას პროგრამა "ჰეთ-თრიკისა“ და ფიფას
%d bloggers like this: