ყვარელში XVI-XVIII საუკუნეებში აგებული ციხე-კოშკის ნაწილი ჩამოინგრა

753

ყვარლის ცენტრში მდებარე XVI-XVIII საუკუნეებში აგებული ციხე-კოშკის ნაწილი ჩამოინგრა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

ადგილობრივების თქმით, ისტორიული ძეგლს გადარჩენისთვის სასწრაფო რეაბილიტაცია ესაჭიროება. მათივე თქმით, კოშკის ნაწილი მიმდინარე წლის მარტშიც ჩამოინგრა.

მაშინ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განმარტეს, რომ ობიექტზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2-3 კვირაში დაიწყებოდა, თუმცა ამ დრომდე ისტორიულ კოშკს რეკონსტრუქცია არ ჩატარებია. როდის დაიწყება ძეგლზე აღდგენითი სამუშაოები ჯერჯერობით უცნობია.