ახალქალაქის მერია ქალაქში 9 აპრილის მემორიალის დადგმას გეგმავს

1767

1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალური ძეგლის დადგმის თხოვნით ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიაში დეკანოზმა ალექსანდრე ქასრაშვილმა წერილობით ახალქალაქის მერს მიმდინარე წლის აპრილში მიმართა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

“მოგმართავთ ინიციატივით, რომ ქალაქ ახალქალაქში დ.აღმაშენებლის ქუჩაზე მოეწყოს 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი,“ – ვკითხულობთ დეკანოზ ალექსანდრე ქასრაშვილის წერილში.

საპასუხოდ კი ახალქალაქის მერიამ სექტემბერში ტენდერი 42 589 ლარზე გამოაცხადა და გამარჯვებული “შპს ლომი 1961“ გამოვლინდა. თუმცა აღნიშნულ კომპანიასთან იმის გამო, რომ მან შესაბამისი დოკუმენტები ვერ წარმოადგინა, მერიამ დადებული ხელშეკრულება გააუქმა.

“დოკუმენტში ხარვეზი იყო, ამიტომ მემორიალს წელს ვეღარ გავაკეთბთ. ჩვენთან ისეთი სიცივეა, ახლა რომ ავაშენოთ, ყინვა გააფუჭებს, ამიტომ ტენდერს მარტში გამოვაცხადებთ“, – ამბობს ახალქალაქის მერი იურიკ უნანიანი.

2019 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევის დღიდან 30 წელი შესრულდება.