თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე თოვს

1085
კოჯორი

თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე თოვლისაგან გზის გაწმენდა და ტექნიკური მარილის დაყრა მიმდინარეობს, რის გამოც შპს “თბილსერვის ჯგუფი“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

“საჭიროების შემთხვევაში, გზის გაწმენდის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება”, – აცხადებენ “თბილსერვის ჯგუფში”.

ამასთან, “თბილსერვის ჯგუფი” მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და აღნიშნულ ტერიტორიაზე ზაფხულის საბურავებიანი ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.