“GWP-მა” გლდანის რაიონში სასმელი წყლის წნევის გასაძლიერებლად სატუმბი სადგური მოაწყო

1120

გლდანის რაიონში, გმირ კურსანტთა I შესახვევის N20-ის მიმდებარედ, გლდანის რაიონის გამგეობის ჩართულობითა და შუამდგომლობით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსებით, “GWP-მა“ წყლის წნევის გამაძლიერებელი სატუმბო სადგური მოაწყო.

გამგეობის ინფორმაციით, აღნიშნული სადგურის მეშვეობით, დაახლოებით, 1 200 ოჯახისთვის სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა მოუგვარდა.

სასმელი წყლის წნევის გამაძლიერებელი სატუმბო სადგურის მოწყობის დასრულებული სამუშაოები გლდანის რაიონის გაგებელმა ბექა მიქაუტაძემ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დევნილთა და ეკოემიგრანტთა პოლიტიკის დეპარტამენტის, დევნილთა საკითხების სამმართველოს უფროსთან ლევან სიგუასთან, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან გულია გოცირიძესთან და მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერა.