2019 წლის 1-ლი იანვრიდან ახალი საგრანტო პროგრამა – “აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ ამოქმედდება

2066

2019 წლის 1-ლი იანვრიდან ახალი საგრანტო პროგრამა “აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ ამოქმედდება.

პროგრამა საქართველოს მთავრობის ინიციატივის “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ხელშეწყობის მიზნით შემუშავდა და გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისებას ითვალისწინებს.

საპილოტე პროექტისთვის ნახევარი მილიონი ლარია გამოყოფილი. მეწარმეები 7 ათასიდან 35 ათას ლარამდე დაფინანსდებიან.

“ინიციატივა ხელს უწყობს სავაჭრო ურთიერთობების იმგვარად წახალისებას, რომ შესაძლებელი გახდეს გამყოფი ხაზების გასწვრივ ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება, ახალი შესაძლებლობების განვითარება და შიდა/საგარეო ბაზრებზე წვდომა.

დაფინანსება განხორციელდება წარმოდგენილი პროექტით (ბიზნესგეგმით) გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ძირითადი (აღჭურვილობის/მანქანა-დანადგარების) და საბრუნავი საშუალებების შესაძენად”, – აცხადებენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში.