ყაზბეგის მუნიციპალიტეტს შიდა ტრანსპორტირებისთვის 2 მიკორავტობუსი დაემატა

640

ყაზბეგის მუნიციპალიტეტს შიდა ტრანსპორტირებისთვის 2 მიკორავტობუსი დაემატა.

“მოსახლეობის მოთხოვნის და საჭიროების შესაბამისად ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიამ შეისყიდა ორი მიკროავტობუსი, რომელიც მიმდინარე წლის  დეკემბრის თვიდან  უფასოდ მოემსახურება მოსახლეობას – დაბა სტეფანწმინდა- გორისციხის თემის,  დაბა სტეფანწმინდა – სნოს თემის მიმართულებით.

ამასთან, მერია მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად განიხილავს საკითხს  შიდა უფასო ტრანსპორტის შუადღისთვის დანიშვნასთან დაკავშირებით, რომლის  გრაფიკი დაზუსტდება მოგვიანებით”, – აცხადებენ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში.