ქალაქ გურჯაანში, მაჩაბლის ქუჩაზე, გზის რეაბილიტაცია დაიწყო

560

ქალაქ გურჯაანში, მაჩაბლის ქუჩაზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში, 167 მეტრი სიგრძის გზა მოასფალტდება. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ბორდიურების მოწყობა მიმდინარეობს.

ინდრასტრუქტურული სამუშაოებისთვის 88 690 ლარი დაიხარჯება. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კოპნია შპს “წალენჯიხის საგზაო სამმართველო “ აწარმოებს. მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები დეკემბრის ბოლოს დასრულდება.