ბათუმის მერია მოძველებული ტრანსპორტის ნაწილს გაყიდის, ნაწილის კი, სავარაუდოდ, ფოთს გადასცემს

915

8 მსუბუქი ავტომობილი, ავტობუსი, პიკაპი, მაღალი გამავლობის ავტომობილი და ბორბლიანი ტრაქტორი, ჯამში ბათუმის მერიას,  13 ჩამოწერილი სატრანსპორტო საშუალება საპრივატიზაციოდ გააქვს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

მერიაში ამბობენ, რომ ავტომობილების ეს ნაწილი მოძველებულია და ფიქრობენ, რომ  ჩამოწერილი ქონებიდან მერია ჯამში 17 280 ლარს მიიღებს.

ამასთან, დღესვე, ბათუმის საკრებულო 2008 წელს გამოშვებული 5 ავტობუსის “ზონდა ბასების” ფოთის მერიისთვის გადაცემის საკითხზეც იმსჯელებს. თითოეული ავტობუსის ღირებულება 5 250 ლარი.