ჭიათურაში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ახალი სკვერი მოეწყო

1591

ჭიათურაში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ახალი სკვერი მოეწყო. მერიის ინფორმაციით, სკვერში გაზონები, ბაქნები, ბორდიურები და საკალათბურთო მოედანი მოეწყო. ასევე, დამონტაჟდა ლამპიონები და სათამაშო ატრაქციონები.

მათივე ცნობით, აღნიშნული პროექტის ღირებულებამ  115 776 ლარი შეადგინა და სამუშაოები შპს “მშენსერვისი55-მა“ შეასრულა.

ასევე, როგორც მერიაში აცხადებენ, პარალელურად, იაშვილის ქუჩაზე, ახალი თანამედროვე სკვერის მოწყობაც მიმდინარეობს.