ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი 25%-ით იზრდება

1359

“ბაღდათის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი 25%-ით იზრდება. აღნიშნული ცვლილება უპრეცედენტოა, რადგან მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტის ასეთი მაჩვენებლით გაზრდა ბოლო რამდენიმე წელია არ განხორციელებულა”, – ამბობენ ბაღდათის მერიაში.

შეგახსენებთ, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა 26 ნოემბერს გაიმართა. საჯარო განხილვის მიზანი მუნიციპალურ დონეზე ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა იყო, რათა მომდევნო 2019 წლის ბიუჯეტი სწორად განისაზღვროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა და მოსახლეობას შორის კომუნიკაციის გაუმჯობესდეს.

“ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები ინფრასტრუქტურული და სოციალური მიმართულებებია. ბიუჯეტის 25%-იანი ზრდა მინიციპალიტეტის ხელმძღვანელობას საშუალებას მისცემს, ბევრი ის მუხლი ჩასვას მთავარ ფინანსურ დოკუმენტში, რომელიც აქამდე არ იყო გათვალისწინებული”, – აცხადებენ მერიაში.