იმირასანის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობასა და მაგისტრალურ არხს რეაბილიტაცია უტარდება

132

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს “საქართველოს მელიორაცია“ იმირასანის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობისა და მაგისტრალური არხის რეაბილიტაციას ახორციელებს.

მერიის ინგორმაციით, აღდგენილი საირიგაციო სისტემით ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაპალასა და სავანეთის 2 600 ჰექტარ სავარგულზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება. ამასთან, პროექტის ფარგლებში, მდინარე მაშავერაზე განთავსებულ სათავე ნაგებობაზე შეიცვლება გამრეცხი გალერეის ფარები თავისივე ამწე მექანიზმებით და დამონტაჟდება ლითონის გისოსები. რეაბილიტირდება იმირასანის მაგისტრალური არხის 5,5 კილომეტრიანი მონაკვეთი, ხოლო,  არსებული გრუნტის არხი მოპირკეთდება ბეტონით.

მათივე ცნობით, სამუშაოები 2 მისამართზე მიმდინარეობს. მიწის ტრაპეციული არხი, რომელიც სოფელ ჭაპალას მჭიდროდ დასახლებულ უბანში გადის, შეიცვლება ბეტონის მართკუთხა ფორმის არხით. არხზე ასევე, მოეწყობა წყალაღების კვანძი, წყალაღების კვანძი შემტბორავით, გამანაწილებელი ჭა, საავტომობილო და საფეხმავლო ხიდები.

პროექტის ღირებულება 1 895 000 ლარს შეადგენს.