საგარეჯოში ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია 2019 წლის იანვარში დასრულდება

688

საგარეჯოში ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც გამოცემა “speqtri.ge-ს” მერიაში განუცხადეს, ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ტრიბუნებსა და გასახდელებს აწყობენ, რისთვისაც 533 276 ლარია გათვალისწინებული.

სტადიონი ექსპლუატაციაში მიმდინარე წლის 23 მაისს შევიდა. პირველ ეტაპზე მოეწყო ხელოვნურსაფარიანი მოედანი, მოპირკეთდა სტადიონის შიდა და გარე ფასადები, შეიღება ლითონის კონსტრუქცია. აღნიშნული სამუშაოებისთვის 636 557 ლარი დაიხარჯა.

სტადიონის რეაბილიტაცია 2019 წლის იანვარში დასრულდება.

ფოტო: Sportall.ge