ახმეტის სოფელ მატანში ახალი სპორტული კომპლექსი გაიხსნა

1152

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში საერთაშორისო სტანდარტების სპორტული კომპლექსი გაიხსნა. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 1.5 მილიონი ლარია.

მერიის ინფორმაციით,  პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა შენობა, მოეწყო ეზო, მინისტადიონი და კომპლექსამდე მისასვლელი გზა. ამასთან, მათივე ცნობით, სპორტულ კომპლექსში ხელბურთის, ჭიდაობის, კალათბურთისა და ტრენაჟორების დარბაზი იფუნქციონირებს.

“სპორტული კომპლექსი ხელს შეუწყობს სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს კეთილმოწყობილ გარემოში ივარჯიშონ და სპორტის მრავალ სახეობაში გამართონ ტურნირები, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე”, – აცხადებენ მერიაში.