ქართული ჭიდაობა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანეს

2039

წინა სტატია

UNESCO-მ ქართული ჭიდაობა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე წერს.

UNESCO-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ჭიდაობა არის უძველესი საბრძოლო ხელოვნება, რომლითაც საქართველოს არაერთ რეგიონში, სოფელსა თუ თემში მცხოვრები მამაკაცი იყო დაკავებული. ჭიდაობის ტრადიციას ინარჩუნებდნენ და ავრცელებდნენ ახალგაზრდები, ქალაქის მცხოვრებლები, სპორტული კლუბები, სასწავლო დაწესებულებები და სხვადასხვა ორგანიზაცია.

„ჭიდაობა საკმაოდ რთული ხელოვნებაა, რომელიც აერთიანებს ბრძოლას, მუსიკას, ცეკვასა და სოციალურ ფორმას (ჩოხა). ჭიდაობის ტურნირები ღია არენაზე იმართება და მას მრავალრიცხოვანი აუდიტორია ადევნებს თვალს. შეჯიბრის დროს ქართული ტრადიციულ მუსიკალურ ინსტრუმენტ ზურნასა და დოლზე უკრავენ, რაც, სიმბოლურად, ტურნირის დაწყებას აღნიშნავს. მოწინააღმდეგეები ერთმანეთის დამარცხებას მუსიკის ფონზე ცდილობენ, რაც ჭიდაობას დინამიკას სძენს. ჭიდაობის წესები რაინდულია და ხშირად მოჭიდავეები არენას ფოლკლორული ცეკვით ტოვებენ“, – ნათქვამია იუნესკო-ს განცხადებაში.

UNECSO-ში აღნიშნავენ, რომ ქართულ ჭიდაობას 200-ზე მეტი რთული ილეთი და კომბინაცია აქვს, რაც მებრძოლთა შემოქმედებით უნარზეც მიუთითებს. ჭიდაობა ხელს უწყობს ჯანმრთელი ცხოვრების წესს და კულტურებს შორის დიალოგს ახალისებს. ჭიდაობის წრეები დღეს საქართველოს თითქმის ყველა ქალაქსა თუ დასახლებაში არის გახსნილი.