გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა

646
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში გაიმართა მრჩეველთა საბჭოს #11 სხდომა. სადაც ცენტრმა “აფხაზეთმა” გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური ბიუჯეტის მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია წარმოადგინა.
მონიტორინგის მიზანი მუნიციპალიტეტის სოციალური ბიუჯეტის ეფექტური დაგეგმარება და სოციალური სერვისების გაუმჯობესება გახლდათ.
მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად  მომზადდა რეკომენდაციები და წინადადებები. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას კი მრჩეველთა საბჭოს მხრიდან სარეკომენდაციო წერილები მომავალ თვეს მიეწოდება.
პროექტი “სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში”  –  ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია PIN-ის მიერ ხორციელდება.  პროექტის ერთ-ერთი პარტნიორია საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთი”.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მისი მიზანია თანამშრომლობის გაღრმავება და გაძლიერება საჯარო და სამოქალაქო სექტორს შორის.
მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა ივლისში გაიმართება.

წყარო: ეტანიუსი