გრიგოლ ლილუაშვილი – კახი კალაძე იქნება ერთ-ერთი საუკეთესო მერი თბილისის ისტორიაში

880
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, თბილისის ყოფილი ვიცე მერი გრიგოლ ლილუაშვილი მიესალმება თბილისის მერობის პოსტზე კახა კალაძის კანდიდატურას.
ლილუაშვილის განცხადებით კალაძის კანდიდატურა აქტიურად განიხილება და მიაჩნია, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო მერი იქნება თბილისისთვის.

“კახი კალაძე განიხილება მერობის ერთ-ერთ კანდიდატად.  ვფიქრობ, ის იქნება ერთ-ერთი საუკეთესო მერი თბილისის ისტორიაში თავის უნარ-ჩვევებით, პროფესიონალიზმით და წესიერებით, თუმცა, ეს გუნდის გადასაწყვეტია. გუნდს ჯერ კონკრეტულად კანდიდატი არ წარუდგენია, თუმცა მივესალმები თუ ეს კანდიდატი კახი კალაძე აღმოჩნდება”,- განაცხადა ლილუაშვილმა.

წყარო: ეტანიუსი