კრწანისის რაიონს სამ თვეში 9 ახალი სკვერი შეემატა

1093

წინა სტატია

კრწანისის რაიონს სამ თვეში 9 ახალი სკვერი შეემატა, ხოლო, ორი სკვერის მოწყობა სრულდება. 

გამგეობის ცნობით, ქვემო ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილის N18-ში უსინათლოებისთვის ადაპტირებული სკვერით სარგებლობას ადგილობრივი მოსახლეობა მომავალი თვიდან შეძლებს. 

როგორც გამგეობაში აცხადებენ, აღნიშნულ ტერიტორიასა და მის მიმდებარედ არსებული ძველი ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, 3 100 კვ.მ-ზე განთავსებული სკვერი, თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა. ავტოფარეხების ნაცვლად, ტერიტორიაზე ნოვატორული რეკრეაციული ზონა განთავსდა, მიმდებარედ კი, რაიონში პირველად, უსინათლოებისთვის ადაპტირებული სკვერი ეწყობა

“სკვერში მოეწყო უსინათლოებისთვის მარტივად გადასაადგილებელი ბილიკები, საბავშვო ატრაქციონები, ადაპტირებული სასმელი წყლის შადრევანი და გარე განათების ქსელი. სკვერი სხვადასხვა ჯიშის 80 ძირი ხე-მცენარით გამწვანდა. სკვერში, ასევე, დამონტაჟდა ახალი სარწყავი სისტემა”, – ამბობენ გამგეობაში.

ასევე, მეორე სკვერი, რომლის რეაბილიტაციაც მალე დასრულდება ორთაჭალაში, გრიშაშვილის N51-ის მიმდებარედ მდებარეობს. აღნიშნული სკვერი 1 000 კვ.მ ფართობზე განთავსდება. 

“პროექტის ფარგლებში, მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა ტერასის ხიდი ლითონის მოაჯირით, ასევე, საყრდენი კედლები, კიბისა და გზისპირა მოაჯირი, წყლის შადრევანი და გარე განათების ქსელი. სკვერი სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარით გამწვანდება და რულონური ბალახის საფარი დაიგება. ასევე, დამონტაჟდება საპარკე სკამები, ლითონის კონსტრუქციები შეიღებება და ტერიტორია დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება”, – აცხადებენ გამგეობაში.