ქარელის სოფელ საღოლაშენში ხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა

1076

“ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საღოლაშენში ხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა.

საწარმო – “ხილის ქაღალდის კომპანია“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, “ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა და ჯამურად, 1 013 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 405 000 ლარი გრანტია, ხოლო 507 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.

“საწარმოს დღიურად 10 ტონა ნედლეულის გადამუშავება შეუძლია, რომლისგანაც მზადდება ისეთი პროდუქტები როგორიცაა: ტყლაპი, ჯანჯუხა და სხვადასხვა სახის ხილფაფა და მურაბა. პროდუქციის რეალიზაცია, ამ ეტაპზე, ადგილობრივ ბაზარზე მოხდება; სამომავლოდ, დაგეგმილია ექსპორტზე გატანაც. გადამმუშავებელ საწარმოში 29 ადამიანია დასაქმებული. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით 2019 წელს, საწარმოში დაგეგმილია სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტის – ISO 22:000 დანერგვა”, – აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, “ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 180 ახალი საწარმოს შექმნა დაფინანსდა.