ბორჯომის მერიამ რესტორნებსა და ექსკურსიებში ორ წელში 87 212 ლარი დახარჯა

669

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმომადგენლობით ხარჯებიდან 2017 წელს 58 885 ლარი, 2018 წელს კი 28 327 ლარი გაწერა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით ორ წელიწადში 87 212 ლარი “გაწერილია მუნიციპალიტეტში ჩამოსული სტუმრების საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობთი ღონისძიებების, სუვენირების შეძენის, სატრანსპორტო მომსახურეობის, სასტუმრო მომსახურეობის და წვეულებებისათვის გათვალისწინებული ხარჯებისათვის“.

რაში რა თანხა დახარჯა მერიამ და როდის ვის უმასპინძლა ამის შესახებ მუნიციპალიტეტიდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე გამოცემა “სამხრეთის კარიბჭენ”პასუხი ვერ მიიღო.