დღეიდან ნავენახევის მღვიმე დამთვალიერებელს ისევ მიიღებს

1077

დღეიდან თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ  ნავენახევის ტერიტორიაზე არსებული “ნავენახევის მღვიმე” დამთვალიერებელს ისევ მიიღებს. მღვიმე დღეს საზეიმოდ გაიხსნა.

ნავენახევის მღვიმე განსხვავებული ფორმის სტალაგმიტებით, სტალაგნატებითა და სტალაქტიტებით გამორჩეული 250 მეტრის სიგრძის ორსართულიანი და ოთხდარბაზიანი მღვიმეა, რომელიც 80-იან წლებში ვიზიტორებში პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა მოგვიანებით, ინფრასტრუქტურის წყობიდან გამოსვლის გამო ტურისტებისთვის დაიკეტა. 

პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოს ბიუჯეტიდან იყო დაფინანსებული, ვიზიტორთა ცენტრი, კაფეტერია და სუვენირების მაღაზია აშენდა. ასევე გამოიყო საგანმანათლებლო სივრცე, მოეწყო ტურისტული ბილიკი და მღვიმის შიდა ინფრასტრუქტურა.